Сообщения

Показаны сообщения с ярлыком "ცნობიერების ნაკადი (ცდა 1)"

ცნობიერების ნაკადი - ანუ ყველაფერი ის, რაც ქაოტურად მომდის თავში და უბრალოდ თვითგამოხატვითა ვარ დაკავებული :)

Изображение
"და ჰრქუა ზარვან: აჰა, ძეი იგი ჩემი მხოლოდშობილი, რომელ დაიმკვიდროს ქუეყანაი ესე..." - ანუ ჩემი ბლოგერობის პირელი მცდელობა! ამონარიდი სპარსული კოსმოგონიიდან შემთხვევით როდი მომიყვანია - შეცდა ზარვან და არ მინდა მეც იგივე დამემართოს :) არ ვიცი, ვნახოთ რა გამოვა. ყოველ შემთხვევაში, იმ პირობას, რომელიც დავდე (ანუ ცნობიერების ნაკადით ჩემი აზრების გადმოცემას ვგულისხმობ), შევეცდები, ბევრს ვიწვალებ, მაგრამ ალბათ მაინც შევასრულებ. "ალბათ" მაინც ჩავურთე - ანუ რაღაც დოზით დავეჭვდი იმაში, რომ ამ ყველაფერს შევძლებდი... "ათას წელზე მეტხანს სწირავდა ზარვან რაითა მისცემოდა მას ძეი იგი მხოლოდშობილი და ბოლოს დაეჭვდა, ტყუილად ხომ არ ვსწირავო??? ეჭვსა მასსა შინა ჩაისახა ჰარიმან..." არა მგონია ჩემმა დაეჭვებამ ჰარიმანი შვას, თუმცა ზოგადად რომ ცუდია ეჭვი, მე მგონი თქვენც დამეთანხმებით. რაც შეეხება ზარვანს და მის მცდელობებს  მისცემოდა ძე მხოლოდშობილი, ალბათ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ როგორც დასრულდა: ეჭვმა ჰარიმანი, იგივე ეშმა შვა, რომელმაც აჰურამაზდას მოტყუებით დაასწრო დაბადება და...