Сообщения

Сообщения за ноябрь, 2010

გმირებსაც ეშინიათ - უბრალოდ გადამწყვეტ მომენტში უნდა შეძლო შიშის დამარცხება - RESPECT პარფიონოვს!

Изображение
გუშინ საღამოს, რუსული მედია-ბომონდი ვლად ლისტევის პრემიის დაჯილდოვებაზე შეიკრიბა - დაჯილდოვება წელს პირველად გაიმართა და წესის მიხედვით, მხოლოდ ერთ ლაურეატს ასახელებს. ლისტევის ჯილდოს პირველი მფლობელი ლეონიდ პარფიონოვი გახდა და მგონი დამსახურებულადაც - ამ ადამიანის განვლილი შემოქმედებითი ცხოვრება და უბრალოდ ცხოვრებისეული პრინციპები სრულად ამართლებენ ლისტევის პრემიის ლაურეატობას! უშეცდომო არავინაა და პარფიონოვსაც ჰქონდა შეცდომები, თუმცა გაკეთებულ საქმესთან შედარებით ეს არაფერია! ერთი სიტყვით, რუსული მედია-ბომონდი მოციმციმე თვალებით ელოდებოდა პარფიონოვისაგან სამადლობელო სიტყვას (გადაცემის ფორმატის მიხედვით მას 7 წუთი ჰქონდა დათმობილი სპიჩისათვის), მაგრამ... მადლობის ნაცვლად იხილა რუსული პროსახელისუფლებო მედიის შელამაზებული, კონსტრუქციული, მაგრამ ისეთი ლანძღვა, რომ ცნობილი მედია-"კიტები" კუკუებივით მოიბუზნენ და ვინ იცის ვინ როდის უწინასწარმეტყველებდა პარფიონოვს სიკვდილს!!! შესამჩნევი იყო ისიც, თუ როგორ ღელავდა თავად პრემიის ლაურეატი ტრიბუნასთან (თავადაც აღნიშნა შესავალ სიტყვაში,

33...

Изображение
უკვე 33... მგონი ლამაზია, არ ვიცი, მე მომწონს პირადად! 33 ააააა :))) იცით, ბავშვობაში, როდესაც ვინმეზე გავიგებდი 30-ის ან მეტის გახდაო, სულ მიკვირდა - რა მოხუცია უკვე თქო და აუცილებლად წარმოვიდგენდი ღიპიანს, ულვაშებითა და ნაოჭებით სახეზე :))) ეს ადრე იყო, ბავშვობაში, ეხლა კი თავად ვარ 33-ის და რა? ღიპი (უფრო ღიპუცა:)) მაქვს და სხვა დანარჩენი ჯერ ჯერობით არა :) მიხარია, მერე რა, რომ 33 წლისა ვარ? მერე რა? მგონია, რომ კარგი ასაკია, მას ხომ ქრისტეს ასაკსაც ეძახიან? იმედია მე ჯვარზე არანაირი ღირსების ან დანაშაულის გამო არ გამაკრავენ და ისე, მგონი ძალების მოზღვავებას ვგრძნობ და იმედია ასე გავაგრძელებ! :) მოკლედ, გამარჯობა 33-ო! აქა ვარ, მოდი! :)))