Сообщения

Сообщения за октябрь, 2009

რემბო Forever

Изображение
როგორც პოეტი, ის თითქმის უკვე 130 წელია რაც გარდაიცვალა. ლექსებს მხოლოდ 4 წლის განმავლობაში წერდა. ცხოვრების ¼ აფრიკაში გაატარა. გარდაცვალების შემდეგ იქცა კერპად. სიცოცხლეში დემონის, სკანდალისტის, ოჯახების დამანგრეველისა და ყოველგვარი ნორმების უარმყოფელის „მეწამული გვირგვინით იყო შემკული“. მის სახელს დღეს ყველაზე ძლიერ ალკოჰოლურ კოქტეილებსა და მეტად ესთეტურ კომპიუტერულ ვირუსებს არქმევენ, თავად მას კი დღეს „პირველ ფსიქოდელიკურ რევოლუციონერად“ და „მიძინებული ევროპის უკანასკნელ სულის მესაიდუმლედ“ მოიხსენიებენ.  მისი ლექსებით მოხიბლულ პარიზელ პოეტ პოლ ვერლენთან 16 წლის არტურ რემბო მშობლიური შარლევილის იმ სადგურიდან გაემგზავრა, სადაც მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ადგილობრივმა ბურჟუებმა მას ძეგლი დაუდგეს. ძეგლის დადგმის წინააღმდეგნი იყვნენ რემბოს შემოქმედების ყველაზე დიდი თაყვანისმცემლები ბრეტონი, არაგონი და სუპო - დიდი შემოქმედი სხვაგვარ პატივისცემას მოითხოვსო. ისინი აღმერთებდნენ „უდიდეს სიმბოლისტს“, რემბოს და მათ ჰქონდათ ამის ყველა მიზეზი: სწორედ მან იხმარა პირველად პრა

სული გზაგასაყარზე - ედგარ ალლან პო

Изображение
ყოველთვის, როდესაც რაიმე ცუდსა და საშინელს ვხედავ, უბედური და ღმერთისგან მიტოვებული(ზოგიერთი პირიქით ამტკიცებს, რომ ღვთაებრივია, თუმცა მე ვთვლი, რომ მიტოვებული ყავდა შემოქმედს) გენიოსი ედგარ ალლან პო მახსენდება. დღეს დილითაც ტელევიზიაში მოსულს საშინელი ამბავი დამახვედრეს - ჰოლანდიურ რესტორანთან ვიღაც უნობი გოგონა ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა. მაშველები მას ამ დრომდე ეძებენო - გადაღებაზე მიმავალმა ჟურნალისტმა მამცნო... თვითმკვლელობის მცდელობა თუ უბრალოდ გაუმაძღარი ზღვის ტალღები? ჯერ გაურკვეველია, მე კი კვლავ პო ამომიტივტივდა თავში. შევეცდები ძალიან მოკლედ მოგიყვეთ პოზე, არა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი „ჩემს პო-ზე“ და გაგიზიაროთ ჩემი მისდამი დამოკიდებულება. თანამედროვე მასობრივი ლიტერატურის ¾ ამერიკელი რომანტიკოსის, ედგარ ალლან პოს მიერ დარწეულ აკვანში გაიზარდა. მან ხომ თანამედროვე ბესტსელერებისთვის ფაქტობივად ყველა ძირითადი ჟანრი შექმნა. დეტექტივი, სამეცნიერო ფანტასტიკა და თვით გოთიკური პროზაც კი პოს მიერაა გამოგონილი (ან ხელმეორედ გამოგონილი - გოთიკურ პროზასთან მიმართებაში). შევეცდები

“ხმა ჩაიკმინდეთ სულელებო, ანუ გასეირნება დემონთან”!

Изображение
“ღმერთების ფავორიტები ახალგაზრდა ასაკში კვდებიან, თუმცა სიკვდილის შემდეგ მარადიულად ცხოვრობენ იმავე ღმერთების გარემოცვაში”. ფრიდრიხ ნიცშე ჯეიმს დუგლას მორისონი, 60-იანების როკ-ვარსკვლავი - შავ ტყავის შარვალში გამოწყობილი იდუმალი და ეროტიკული ფლეიბოი ფილოსოფიური თვითგანადგურების მიდრეკილებით. კულტურული გმირი, რომელიც საზღვრებს სცილდებოდა და უხსნიდა გულის სიღრმეებს ახალგაზრდობას, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო ბობ დილანისა და “როლინგ სთოუნზის” შოკისაგან. ჯიმი მორისონი, როკენროლის პირველი თეატრალური მსახიობი - ის ეპოქის განსხვავებული პირმშო იყო. დაიბადა 1943 წლის 8 დეკემბერს მელბურნში(ფლორიდა), გაიზრდა ჯინიან და ნეტარ 50-იანებში და 10 წლის შემდეგ მრავალი მილიონი ახალგაზრდა ადამიანის მსგავსად აჯანყდა აღმზრდელების წინააღმდეგ. თუმცა მორისონი თავისთავად ერთადერთი და განუმეორებელი იყო: ჭეშმარიტად ბნელი ვარსკვლავი, მომღერალი და პოეტი, რომელმაც ყველას გაუღო საკუთარი სულის კარიბჭე და მისცა დაკვირვების საშუალება. “The Doors”-თან ერთად ის ქმნიდა მუსიკას, რომელიც საუკეთესო იყო გვიანი 60-იანებისა

ცნობიერების ნაკადი - ანუ ყველაფერი ის, რაც ქაოტურად მომდის თავში და უბრალოდ თვითგამოხატვითა ვარ დაკავებული :)

Изображение
"და ჰრქუა ზარვან: აჰა, ძეი იგი ჩემი მხოლოდშობილი, რომელ დაიმკვიდროს ქუეყანაი ესე..." - ანუ ჩემი ბლოგერობის პირელი მცდელობა! ამონარიდი სპარსული კოსმოგონიიდან შემთხვევით როდი მომიყვანია - შეცდა ზარვან და არ მინდა მეც იგივე დამემართოს :) არ ვიცი, ვნახოთ რა გამოვა. ყოველ შემთხვევაში, იმ პირობას, რომელიც დავდე (ანუ ცნობიერების ნაკადით ჩემი აზრების გადმოცემას ვგულისხმობ), შევეცდები, ბევრს ვიწვალებ, მაგრამ ალბათ მაინც შევასრულებ. "ალბათ" მაინც ჩავურთე - ანუ რაღაც დოზით დავეჭვდი იმაში, რომ ამ ყველაფერს შევძლებდი... "ათას წელზე მეტხანს სწირავდა ზარვან რაითა მისცემოდა მას ძეი იგი მხოლოდშობილი და ბოლოს დაეჭვდა, ტყუილად ხომ არ ვსწირავო??? ეჭვსა მასსა შინა ჩაისახა ჰარიმან..." არა მგონია ჩემმა დაეჭვებამ ჰარიმანი შვას, თუმცა ზოგადად რომ ცუდია ეჭვი, მე მგონი თქვენც დამეთანხმებით. რაც შეეხება ზარვანს და მის მცდელობებს  მისცემოდა ძე მხოლოდშობილი, ალბათ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ როგორც დასრულდა: ეჭვმა ჰარიმანი, იგივე ეშმა შვა, რომელმაც აჰურამაზდას მოტყუებით დაასწრო დაბადება და