Сообщения

Сообщения за июль, 2010

ანრი ბარბიუსი - "სინაზე"

Изображение
გრძელდება რუბრიკა და ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ ანრი ბარბიუსის მცირე ნოველა სახელწოდებით "სინაზე". ბევრს აღარ დავწერ, უბრალოდ გეტყვით, რომ აბსოლუტურად შემთხვევით ჩამივარდა ხელთ ამ ფრანგი მწერლის, ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის ეს პატარა ნოველა. მართალი გითხრათ, მანამდე ძალიან ცალყბად ვუყურებდი მის შემოქმედებას და ნოველის კითხვასაც საკმაოდ ზანტად და დაძალებით შევუდექი, თუმცა... თუმცა საკმაოდ გაოცებული დავრჩი წაკითხულით. არ ვიცი რას დავაბრალო ჩემი ასეთი დადებითი აზრი ამ ნოველისადმი, ალბათ მაინც იმას, რომ ლიტერატურა ხომ კვაზისინამდვილურია და სწორედ ისე აღიქმება, რა მდგომარეობაშიცაა შენი ტვინი, თუნდაც გული ან ზოგადად რა მდგომარეობაშიცა ხარ შენ წაკითხვისას. ალბათ ძალიან სენტიმენტალურ განწყობაზე გახლდით, მაგრამ... მომწონს დღემდე:)  P.S. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თარიღებს წერილებზე! Анри Барбюс. Нежность 25 сентября 1893 г.      Мой дорогой, маленький мой Луи! Итак, все кончено. Мы больше никогда не увидимся.   Помни это   так   же   твердо,   как   и я. Ты не   хотел  

ჯეიმს ჯოისი - "ჯაკომო ჯოისი"

Изображение
ჯეიმს ჯოისი - ერთერთი ყველაზე დიდი სახელი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. ჯეიმს ჯოისი, ირლანდიელი მწერალი და პოეტი - რატომღაც სულ მიმძიმს იმ შემოქმედთა შესახებ წერა, ვისი ნაწარმოებებიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომლებმაც ისე შემძრეს და აღმაფრთოვანეს თავის დროზე, რომ ეს რაღაცით რევოლუციას გავდა, რევოლუციას ტვინში!!! კითხულობ ჯოისს და გრძნობ, როგორ უჯანყდები საკუთარ თავს, ყველაფერს, ეგ კი არა და საკუთარი ტვინის რაღაც ნაწილი უჯანყდება მეორე ნაწილს, მეორე მესამეს, მესამე მეათეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ!!! რა შეიძლება ვთქვა ამ ადამიანზე? ალბათ ის, რომ მოდერნიზმი ჩემთვის ამ კაცთან ერთად მოვიდა, ალბათ ის, რომ ეს კაცი აბსოლუტური შეშლილი იყო, არანორმალური, უფრო სწორად ანორმალური - გენიოსი იყო! შემოქმედი, რომელიც გამოხატვის ფორმისა და შინაარსის ძიებაში იმდენად შორს წავიდა, რომ ერთერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც ავტომატური წერის მანერა აიღო, უარი თქვა სასვენ ნიშნებზე, ხმის ჩაწერის ხერხები შემოიტანა ლიტერატურაში, ბოლოს და ბოლოს საკუთარი ენა შექმნა(აქ მე სტილს არ ვგულისხმობ, ჯოისმა შექმნა ენა, რომ