Сообщения

Сообщения за сентябрь, 2010

ო' ჰენრი - "სანამ ავტომობილი გელოდება"

Изображение
დიდი ხანია მინდოდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ რაღაც ყოველთვის მიშლიდა ხელს - ხან ჩვეული სიზარმაცე, ხან კიდევ მოუცლელობა, ხან კიდევ რა და ხანაც რა. მოკლედ აი ეხლა მოვიცალე და ვპოსტავ, თანაც დიდი ხანია არაფერი დამიპოსტავს ბლოგზე და ესეც საკმაოზე კარგი მიზეზია :) მოკლედ დღეს დილით, ფეისბუკზე ვიღაცას რუსული ჯგუფის, "Звери"-ს სიმღერა "Всё что тебя касаеться" ჰქონდა დადებული ვოლზე, დავაკლიკე, გადამამისამართა იუთუბზე, იქ კიდევ ამავე ჯგუფის სხვა სიმღერა - "До скорой встречи", დამხვდა. რატომღაც მომწონს ეს სიმღერაცა და კლიპიც. სულ ვფიქრობდი, რომ კლიპის სიუჟეტი რაღაც ძალიან ნაცნობია და რაღაცას მახსენებს თქო და ჰოი საოცრებავ, უცებ განათდა გონება და გამახსენდა ო' ჰენრი და მისი ძალიან კარგი ნოველა "სანამ ავტომობილი გელოდება". დავგუგლე, ამოვაგდე აღნიშნული ნოველა, გადავიკითხე და იდეა ზუსტად იგივეა :) მერე იუთუბსაც რო ჩავუკვირდი, აღმოჩნდა, რომ კლიპმეიქერებსაც სწორედ ამ ნოველით უსარგებლიათ ვიდეოს შექმნისას. მოკლედ, ბევრს აღარ მოგაწყენთ თავს და აქვე დავდებ ო'