Сообщения

Сообщения за ноябрь, 2009

მარია ბაშკირცევა

Изображение
მარია კონსტანტინეს ასული ბაშკირცევა - ერთადერთი ქალბატონი, რომელმაც დიდ მექალთანე გი დე მოპასსანს უარი უთხრა და რომელიც კაზანოვა გიმ ვერაფრით შეაბა... უგანათლებულესი და ულამაზესი ქალბატონი, სამწუხაროდ ძალიან ადრე გარდაიცვალა ტუბერკულოზით... მისი გარდაცვალებიდან რამდნეიმე წლის შემდეგ გი დე მოპასანი შემთხვევით აღმოჩნდა მის საფლავთან პასიში...ძალიან დიდხანს იდგა მარტოდმარტო, ქვითინებდა და მოთქვამდა... ბოლოს თქვა : il faudrait couvrir la de roses ( ის ვარდის ფურცლებით უნდა დაგეფლათ)... 1884 წლის მარტისათის გი დე მოპასსანი ჯერ კიდევ კანთან ახლოს მდებარე პატარა დასახლებაში, რედანის ქუჩაზე თავის მშვენიერ ვილაზე ცხოვრობდა. ერთ მშვენიერ დილას გიმ უცნობი ქალბატონისაგან წერილი მიიღო. "ბატონო, მე ვკითხულობ თქვენს ნააზრევს და თავი თითქმის ბედნიერი მგონია. თქვენ გიყვართ ბუნების სიმართლე და მასში საოცარ პოეზიას პოულობთ...რა თქმა უნდა მინდა უამრავი კარგი და ლამაზი სიტყვა გითხრათ, მაგრამ ეს შეუძლებელია. ვწუხვარ ამის გამო. ამაზე ოცნებაც კი არ შემიძლია, თქვენ ხომ ძალიან ცნობილი ადამიანი ბრძანდებით

ცნობილი, ინტელექტუალი ქალბატონები

Изображение
Facebook-ზე რატი ამაღლობელის მიერ დაწყებულ თემას აქ, ჩემს ბლოგზე გავაგრძელებ. იდეა კი შემდეგში მდგომარეობს: განვიხილავთ ყველაზე ცნობილ ინტელექტუალ ქალბატონებს (და არა მხოლოდ ინტელექტუალ:)), რომლებმაც ასე თუ ისე "ჭკუიდან გადადგეს" დიდი მწერლები თუ მოაზროვნეები. ვიწყებ ქალბატონი მერი შელით მერი შელი (Marry Shelley (Mary Wollstonecraft Godwin; 30 August 1797 – 1 February 1851)) დაიბადა ლონდონში ცნობილი ფემინისტის, მასწავლებლისა და მწერლის, მერი უოლსტონკრაფტისა და არანაკლებ ცნობილი ლიბერალური ფილოსოფოსის, ჟურნალისტ-ანარქისტისა და ათეისტის, უილიამ გოდვინის ოჯახში. მერის დედა მშობიარობას გადაყვა, ამიტომაც მასა და მის ნახევარდაზე, ფანი იმლაიზე უილიამ გოდვინი ზრუნავდა, რომელმაც ქალიშვილებს არაჩვეულებრივი განათლება მისცა. ეს კი იმ დროისათვის საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო. მომავალში თავის მეუღლეს, თავისუფლად მოაზროვნესა და ათეისტ პერსი ბიში შელის მერი უილიამ გოდვინის წიგნების მაღაზიაში შეხვდა, სადაც ის თავის მეუღლესთან, ჰარიეტთან ერთად იყო მისული. პერსი ბიში შელი არ იყო ბედნიერი ქორწინებ

კარლოს კასტანედა – შამანი, ანთროპოლოგი, თუ..?

Изображение
“ჩემთვის ერთადერთი რეალური მიღწევა – მებრძოლად ყოფნის ხელოვნებაა. ესაა მხოლოდ, როგორც დონ ხუანი ამბობდა, გაწონასწორების საშუალება შენი ადამიანად ყოფნის საშინელებასა და შენ რომ ადამიანი ხარ, იმით აღფრთოვანებას შორის.” კარლოს კასტანედა მეოცე საუკუნის სამოციანი წლები: პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა და ვიეტნამის ომის დასაწყისი, რევოლუცია მუსიკასა და ხელოვნებაში და ჰიპიზმი, უნიკალური სუბკულტურა, Flower Power, დევიზები: Not war, make love; sex, drugs and rock’n’roll, როგორც მეცნიერთა უმეტესობა აღნიშნავს, სწორედ ამ მიზეზებმა და დევიზებმა ჩაუყარა საფუძველი ჰიპიზმის სუბკულტურას. თუმცა თუ უფრო ”ღრმად ჩავყვინთავთ”, ვნახავთ, რომ მთლად ასეც არ უნდა ყოფილიყო. ჰიპიზმის ძალიან მსგავსი ანალოგი უკვე არსებობდა გერმანიაში ჯერ კიდევ 1896 წლიდან თვით ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე და ამ მსგავსებას ძალიან სასიამოვნო და მეტად პოეტური სახელიც ერქვა - ”გადამფრენი ჩიტუნები” (Wandervogel). ”ჩიტუნები”გატაცებულნი იყვნენ წარმართობით და ძველი, ”კეთილი” გერმანული სიძველეებით, უყვარდათ ბუნება და ვერ იტანდნ

უბრალოდ ანონსი

Изображение
გუშინ ჩემს ძველ ნაწერებს ვათალიერებდი და უეცრად გადავაწყდი სტატიას: "კარლოს კასტანედა - ანთროპოლოგი, შამანი, მაგი, თუ...?" გადავიკითხე... ცოტათი გავხალისდი, ცოტათი ნერვები მომეშალა საკუთარ თავზე და დაშვებულ შეცდომებზე, ცოტათი ის ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი გავიხსენე, რომლითაც ასე სავსე ვიყავი მაშინ, მოკლედ ყველაფერი ცოტათი, თუმცა სტატია საკმაოდ კარგი გამომსვლია - ეს აუცილებლად უნდა ვაღიარო :) ჰოოოდა, ხვალ აუცილებლად დავდებ იმ სტატიას, გპირდებით :) ეს თავისებური ანონსია ხვალინდელი პოსტისა. აბა ხვალამდე

L&M-ის გათამაშება - ანუ კითხვები სკანვორდებიდან

Изображение
დღეს დილით ნინიმ გამაღვიძა - ერთ ჩვენს მეგობარს რაღაც კონკურსისათვის კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი და გთხოვ დაეხმარეო. ძალიან კი გავბრაზდი, 9 საათზე რო გამაღვიძეს, მაგრამ აბა რას ვიზამდი? კარგი-თქო დავთანხმდი. ცოტა ხანში დაიწყო კითხვების "შემოსვლა" სმს-ებით. პირველი კითხვა იყო ასეთი: სად გაიხსნა პირველი მეტროპოლიტენი? სავარაუდო პასუხები: ლონდონი; ლისაბონი; ამსტერდამი. ნუ მარტივი კითხვაა თქო გავიფიქრე და პასუხიც მივწერე-ლონდონი. უცებ მეორე კითხვა მოვიდა: მატადორის ატრიბუტი!!! სავარაუდო პასუხები: მონტერა, მანდოლინა და მესამე კარგად აღარ მახსოვს, მაგრამ ნუ დავუშვათ მაჩეტე! გავუგზავნე პასუხი და მესამე კითხვამაც არ დააყოვნა: ყველაზე ამაყი ცხოველი!!! ვერ წარმოიდგენთ სავარაუდო პასუხებში ლომიც იყო!!! :) სხვა ორს რაც შეეხება ლემური და ლამა იყვნენ! და ბოლო შეკითხვა: პედრო ალმადოვარის ფილმი არის: "მატადორი" და კიდევ ორი რაღაც, რაც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვერ დავიმახსოვრე. გავეცი პასუხი და დიდ მადლობასთან ერთად მივიღე დაპირება იმისა, რომ კვირას სწორი პასუხები იქნება და თუ

შტრიხები ფრანც კაფკას პოტრეტისათვის

Изображение
ინტერნაციონალური ჰაბსბურგის იმპერიის დაშლის შემდეგ ავსტრიამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მიიღო, რაც ხელს უწყობდა გერმანული ლიტერატურიდან ავსტრიულის გამოცალკავებას. ავსტრიაში მოღვაწეობენ ზიგმუნდ ფროიდი, აქ იქმნება მაზოხიზმის სწავლება, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევრის ნოველისტის, ზახერ მაზოხის სახელს უკავშირდება. ავსტრიამ შვა ერთერთი გამოჩენილი “გერმანელი” პოეტი რაინერ მარია რილკე, უნიჭიერესი ნოველისტი შტეფან ცვაიგი, რომელმაც თავის შემოქმედებაში რეალიზმის ტრადიციები გააგრძელა. აქ ნათლად გამოისახა იმპრესიონიზმისა და ექსპრესიონიზმის ტენდენციებიც. აქედან გამომდინარე, მცნება “პრაღული გერმანული ლიტერატურა” უკავშირდება იმ ლიტერატორთა სახელებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩეხეთის დედაქალაქში, რომელიც თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში შედიოდა ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში: ფრანც კაფკა, რაინერ მარია რილკე, მაირინკი (მისტიური რომანები: “გოლემი” და “ვალპურგის ღამე”) და მიუზილი. ფრანც კაფკა და მისი შემოქმედება შეიძლება მივიჩნიოთ იმ საუკუნის სიმბოლიკად. კაფკა დაიბადა პრაღაში ებრაულ ოჯახში, წერდა გ

დაკარგული დროის ძიებაში, ანუ უმისამართო კითხვები

Изображение
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო, დათაგულ იქმნა მონაი იგი თქუენი ჩემის სახით კოპალას მიერ და ვპსუხობ გაუთავებელ და ცოტა არ იყოს მომაბეზრებელ კითხვებს!!! არ მოგატყუებთ, კითვებზე დიდ ხანს არ მიფიქრია, რაც მომდიოდა, უცებ ვპასუხობდი, ამიტომ არ ვიცი საერთო ჯამში რა გამოვიდა... მაშ ასე, It's a show time!!! მიყვარს - კი ვოცნებობ - სულ ვფიქრობ - ძილშიც კი და მიხარია, როცა ფიქრისთვის დრო არ მრჩება მძულს - ყველაფერი „ფსევდო“ ვნანობ - იმას, რომ არაფერს ვნანობ კმაყოფილი ვარ - არასდროს მენატრება - ბავშვობა, რომელიც არ მქონია მსურს - ბევრი რამ მაღიზიანებს - ყველაფერი მოდური ვგრძნობ - მთელი სხეულით მეშინია - ინდეფერენტულობის ვიცი - გამრავლების ტაბულა არ ვიცი - რა გველის წინ შემიძლია - ჯერ-ჯერობით კი და თუ რამე ათასი საშუალება არსებობს J არ შემიძლია - ჯადოს მოხსნა, მკითხაობა და დაჟინებული მზერით ბუასილის განკურნება ვმეგობრობ - წიგნებთან ვაპატიებ - გააჩნია ვის და რას ვტირი - ნოდარ დუმბაძის წიგნებზე ვიცინი - ნოდარ დუმბ