მარია ბაშკირცევა
მარია კონსტანტინეს ასული ბაშკირცევა - ერთადერთი ქალბატონი, რომელმაც დიდ მექალთანე გი დე მოპასსანს უარი უთხრა და რომელიც კაზანოვა გიმ ვერაფრით შეაბა... უგანათლებულესი და ულამაზესი ქალბატონი, სამწუხაროდ ძალიან ადრე გარდაიცვალა ტუბერკულოზით... მისი გარდაცვალებიდან რამდნეიმე წლის შემდეგ გი დე მოპასანი შემთხვევით აღმოჩნდა მის საფლავთან პასიში...ძალიან დიდხანს იდგა მარტოდმარტო, ქვითინებდა და მოთქვამდა... ბოლოს თქვა : il faudrait couvrir la de roses ( ის ვარდის ფურცლებით უნდა დაგეფლათ)... 1884 წლის მარტისათის გი დე მოპასსანი ჯერ კიდევ კანთან ახლოს მდებარე პატარა დასახლებაში, რედანის ქუჩაზე თავის მშვენიერ ვილაზე ცხოვრობდა. ერთ მშვენიერ დილას გიმ უცნობი ქალბატონისაგან წერილი მიიღო. "ბატონო, მე ვკითხულობ თქვენს ნააზრევს და თავი თითქმის ბედნიერი მგონია. თქვენ გიყვართ ბუნების სიმართლე და მასში საოცარ პოეზიას პოულობთ...რა თქმა უნდა მინდა უამრავი კარგი და ლამაზი სიტყვა გითხრათ, მაგრამ ეს შეუძლებელია. ვწუხვარ ამის გამო. ამაზე ოცნებაც კი არ შემიძლია, თქვენ ხომ ძალიან ცნობილი ადამიანი ბრძანდებით ...