Сообщения

გაბრიელ გარსია მარკესი - ცისფერი ძაღლის თვალები

Изображение
ბოლო პერიოდში ძალიან დავინტერესდი გენიოს შემოქმედთა მცირე ნაწარმოებებით. მინდა გითხრათ, რომ არანაკლები სიამოვნების მომტანია მათი ნოველების კითხვა. დავიწყებ გაბრიელ გარსია მარკესის ნოველით "ცისფერი ძაღლის თვალები"-თ (მინდა წინასწარ მოგიხადოთ ბოდიში ტექსტის რუსულ ენაზე განთავსების გამო). კომენტარებში კი ველოდები გარჩევებს ნოველასთან დაკავშირებით. მაშ ასე, It's a show time :) Она   пристально смотрела на меня, а я все не   мог понять,   где прежде я видел эту девушку. Ее   влажный тревожный   взгляд заблестел в   неровном свете керосиновой   лампы, и   я   вспомнил - мне каждую   ночь   снится эта комната   и лампа,   и каждую ночь я встречаю   здесь девушку с тревожными глазами. Да-да, именно ее я вижу каждый раз, переступая зыбкую грань сновидений, грань яви и сна.   Я отыскал сигареты и закурил, откинувшись на спинку стула и балансируя на   его задних ножках,   -   терпкий   кисловатый   дым   заструился кольцами. Мы молчали. Я -   покачиваясь на   стуле,   она   - грея  ...

რეკლამა

Изображение
სააგენტო კონტრაპუნტა ბარსელონამ ესპანური ენერგეტიკული კომპანია გაზ ნატურალ ფენოზასათვის სარეკლამო სპოტი გადაიღო სახელწოდებით: სად იწყება ბედნიერება. ბუნებრივი აირისა და ელექტრო ენერგიის მომწოდებელი კომპანიის აზრით ბედნიერება იწყება სახლში დილით შხაპთან, ცხელ ყავასთან, გემრიელ ტოსტთან და ოჯახის წევრების ბედნიერ ღიმილთან ერთად. კამპანიის იდეა - ბედნიერება იქმნება ოჯახში, ეფუძნება იმ ინსაიტს, რომ თუკი ადამიანი კომფორტულად და კარგად გრძნობს თავს ოჯახში, ქუჩაში გამოსვლისას ის ამ ბედნიერებას შემხვდრებსაც უზიარებს. ერთ წუთიანი სარეკლამო რგოლი, რომელიც უკუ მოძრაობითაა გადაღებული, ერთი ახალგაზრდა ბედნიერი წყვილის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომლებიც ბედნიერებას ერთმანეთს და უბრალოდ ქუჩაში გამვლელებსაც უზიარებენ.

რეკლამა & PR

Изображение
Amnesty International რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთის შარმმა მისივე ბოროტება დაგვავიწყოს - კამპანიას ამ სლოგანით Amnesty International რუსეთ-საფრანგეთის წლის ფარგლებში ახორციელებს. სოციალური კამპანიის სიმბოლოდ და მთავარ გმირი უცხოელებისათვის კარგად ცნობილი მატრიოშკაა, რომელიც გარეგნული სილამაზით გვატყუებს, შიგნით კი მკვლელობების, დაპატიმრებებისა და ცენზურის მაგალითებია მოცემული. კამპანია Amnesty International-ის ვებ გვერდზე www.amnesty.fr მიმდინარეობს, სადაც ყველა მსურველს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტ მედვედევისადმი მიძღვნილ ონლაინ პეტიციას მოაწეროს ხელი. კამპანიის ფარგლებში Amnesty International-ის აქტივისტებმა ერთგვარი პარტიზანული აქციაც მოაწყვეს. აქცია რუსეთის საელჩოს წინ დაიწყო და პარიზის ქუჩებში გაგრძელდა. Amnesty International-ის აქტივისტების მთავარი მიზანი, მათივე თქმით, ის გახლდათ, რომ პრემიერ პუტინს ძილი დაფრთხობოდა. ამიტომაც, რუსეთის საელჩოს შენობაზე პროექტორებით მატრიოშკაზე სარეკლამო რგოლს უშვებდნენ, გამვლელებს კამპანიის შესახებ სრულ ინფორმაცია...

მარია ბაშკირცევა

Изображение
მარია კონსტანტინეს ასული ბაშკირცევა - ერთადერთი ქალბატონი, რომელმაც დიდ მექალთანე გი დე მოპასსანს უარი უთხრა და რომელიც კაზანოვა გიმ ვერაფრით შეაბა... უგანათლებულესი და ულამაზესი ქალბატონი, სამწუხაროდ ძალიან ადრე გარდაიცვალა ტუბერკულოზით... მისი გარდაცვალებიდან რამდნეიმე წლის შემდეგ გი დე მოპასანი შემთხვევით აღმოჩნდა მის საფლავთან პასიში...ძალიან დიდხანს იდგა მარტოდმარტო, ქვითინებდა და მოთქვამდა... ბოლოს თქვა : il faudrait couvrir la de roses ( ის ვარდის ფურცლებით უნდა დაგეფლათ)... 1884 წლის მარტისათის გი დე მოპასსანი ჯერ კიდევ კანთან ახლოს მდებარე პატარა დასახლებაში, რედანის ქუჩაზე თავის მშვენიერ ვილაზე ცხოვრობდა. ერთ მშვენიერ დილას გიმ უცნობი ქალბატონისაგან წერილი მიიღო. "ბატონო, მე ვკითხულობ თქვენს ნააზრევს და თავი თითქმის ბედნიერი მგონია. თქვენ გიყვართ ბუნების სიმართლე და მასში საოცარ პოეზიას პოულობთ...რა თქმა უნდა მინდა უამრავი კარგი და ლამაზი სიტყვა გითხრათ, მაგრამ ეს შეუძლებელია. ვწუხვარ ამის გამო. ამაზე ოცნებაც კი არ შემიძლია, თქვენ ხომ ძალიან ცნობილი ადამიანი ბრძანდებით ...

ცნობილი, ინტელექტუალი ქალბატონები

Изображение
Facebook-ზე რატი ამაღლობელის მიერ დაწყებულ თემას აქ, ჩემს ბლოგზე გავაგრძელებ. იდეა კი შემდეგში მდგომარეობს: განვიხილავთ ყველაზე ცნობილ ინტელექტუალ ქალბატონებს (და არა მხოლოდ ინტელექტუალ:)), რომლებმაც ასე თუ ისე "ჭკუიდან გადადგეს" დიდი მწერლები თუ მოაზროვნეები. ვიწყებ ქალბატონი მერი შელით მერი შელი (Marry Shelley (Mary Wollstonecraft Godwin; 30 August 1797 – 1 February 1851)) დაიბადა ლონდონში ცნობილი ფემინისტის, მასწავლებლისა და მწერლის, მერი უოლსტონკრაფტისა და არანაკლებ ცნობილი ლიბერალური ფილოსოფოსის, ჟურნალისტ-ანარქისტისა და ათეისტის, უილიამ გოდვინის ოჯახში. მერის დედა მშობიარობას გადაყვა, ამიტომაც მასა და მის ნახევარდაზე, ფანი იმლაიზე უილიამ გოდვინი ზრუნავდა, რომელმაც ქალიშვილებს არაჩვეულებრივი განათლება მისცა. ეს კი იმ დროისათვის საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო. მომავალში თავის მეუღლეს, თავისუფლად მოაზროვნესა და ათეისტ პერსი ბიში შელის მერი უილიამ გოდვინის წიგნების მაღაზიაში შეხვდა, სადაც ის თავის მეუღლესთან, ჰარიეტთან ერთად იყო მისული. პერსი ბიში შელი არ იყო ბედნიერი ქორწინებ...

კარლოს კასტანედა – შამანი, ანთროპოლოგი, თუ..?

Изображение
“ჩემთვის ერთადერთი რეალური მიღწევა – მებრძოლად ყოფნის ხელოვნებაა. ესაა მხოლოდ, როგორც დონ ხუანი ამბობდა, გაწონასწორების საშუალება შენი ადამიანად ყოფნის საშინელებასა და შენ რომ ადამიანი ხარ, იმით აღფრთოვანებას შორის.” კარლოს კასტანედა მეოცე საუკუნის სამოციანი წლები: პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა და ვიეტნამის ომის დასაწყისი, რევოლუცია მუსიკასა და ხელოვნებაში და ჰიპიზმი, უნიკალური სუბკულტურა, Flower Power, დევიზები: Not war, make love; sex, drugs and rock’n’roll, როგორც მეცნიერთა უმეტესობა აღნიშნავს, სწორედ ამ მიზეზებმა და დევიზებმა ჩაუყარა საფუძველი ჰიპიზმის სუბკულტურას. თუმცა თუ უფრო ”ღრმად ჩავყვინთავთ”, ვნახავთ, რომ მთლად ასეც არ უნდა ყოფილიყო. ჰიპიზმის ძალიან მსგავსი ანალოგი უკვე არსებობდა გერმანიაში ჯერ კიდევ 1896 წლიდან თვით ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე და ამ მსგავსებას ძალიან სასიამოვნო და მეტად პოეტური სახელიც ერქვა - ”გადამფრენი ჩიტუნები” (Wandervogel). ”ჩიტუნები”გატაცებულნი იყვნენ წარმართობით და ძველი, ”კეთილი” გერმანული სიძველეებით, უყვარდათ ბუნება და ვერ იტანდნ...