ცნობილი, ინტელექტუალი ქალბატონები

Facebook-ზე რატი ამაღლობელის მიერ დაწყებულ თემას აქ, ჩემს ბლოგზე გავაგრძელებ. იდეა კი შემდეგში მდგომარეობს: განვიხილავთ ყველაზე ცნობილ ინტელექტუალ ქალბატონებს (და არა მხოლოდ ინტელექტუალ:)), რომლებმაც ასე თუ ისე "ჭკუიდან გადადგეს" დიდი მწერლები თუ მოაზროვნეები.

ვიწყებ ქალბატონი მერი შელით
მერი შელი (Marry Shelley (Mary Wollstonecraft Godwin; 30 August 1797 – 1 February 1851)) დაიბადა ლონდონში ცნობილი ფემინისტის, მასწავლებლისა და მწერლის, მერი უოლსტონკრაფტისა და არანაკლებ ცნობილი ლიბერალური ფილოსოფოსის, ჟურნალისტ-ანარქისტისა და ათეისტის, უილიამ გოდვინის ოჯახში. მერის დედა მშობიარობას გადაყვა, ამიტომაც მასა და მის ნახევარდაზე, ფანი იმლაიზე უილიამ გოდვინი ზრუნავდა, რომელმაც ქალიშვილებს არაჩვეულებრივი განათლება მისცა. ეს კი იმ დროისათვის საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო.
მომავალში თავის მეუღლეს, თავისუფლად მოაზროვნესა და ათეისტ პერსი ბიში შელის მერი უილიამ გოდვინის წიგნების მაღაზიაში შეხვდა, სადაც ის თავის მეუღლესთან, ჰარიეტთან ერთად იყო მისული. პერსი ბიში შელი არ იყო ბედნიერი ქორწინებაში, ამიტომაც მშვენიერი მერით მოხიბლულმა პოეტმა უხშირა გოდვიინების წიგნების მაღაზიაში
მეუღლის გარეშე ვიზიტებს. 16 წლის მერისა და პერსი ბიში შელის ერთმანეთი შეუყვარდათ. 1814 წლის ზაფხულში შეყვარებული წყვილი, მერის ნახევარ და კლერ კლერმონტთან ერთად საფრანგეთში გაიქცა. შელისათის ეს უკვე მეორე "გაქცევა" იყო - სამი წლით ადრე ის თავის მეუღლესთან, ჰარიეტთან ერთად გაიქცა. შელი და მერი ძალიან გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ 3 კვირის შემდეგ დაბრუნებისას უილიამ გოდვინმა მათი ხილვაც კი არ მოინდომა.

შვებად მერისათის იქცა მისი შრომები და რა თქმა უნდა პესი ბიში შელი, რომელიც მრავალი კონფლიქტისა და გუგებრობების მიუხედავად, მაინც მთელი სიცოცხლის სიყვარულად იქცა. თავის მხრივ შელიც აღფრთოვანებული იყო თავისი მეუღლით, თუმცა ერთგულებაზე და იდეალურ სიყვარულზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. მერი ამას მაშინ მიხვდა, როდესაც პერსი ბიში შელიმ მის საუკეთესო მეგობართან, ტომას ჰოგთან სარეცელის გაზიარება სთხოვა. მერი რა თქმა უნდა სასტიკ უარზე იყო. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი მათი გაუთავებელი ჩხუბებისა და კამათებისა. გარდაიცავალა მერი შელი 1851 წლის 1 თებერვალს ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის გამო.
1816 წლი მაისშიპერსი ბიში შელი, მერი და კლერ კლერმონტი შვეიცარიაში გამეგზავრნენ ჯორჯ გოდონ ნოელ ბაირონთან შესახვედრად (კლერ კლერმონტი დაფეხმძიმდა ბაირონისაგან). დათქმულ ადგილას ისინი 14 მაისს ჩავიდნენ, ბაირონი კი მათ 25 მაისს, მეცნიერ-ფიზიკოსთან, ჯონ უილიამს პოლიდორთან ერთად შეუერთდა. ამ დროისათვის მერი უკვე ითხოვს, რომ მას მიმართონ როგორც მისის შელი (საქმე იმაში გახლვათ, რომ პერსი ბიში შელის პირველმა მეუღლემ, ჰარიეტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და მერისა და პერსის დაქორწინების საშუალება მიეცათ). ჟენევიევის ტბასთან მდებარე სოფელ კოლონიში ბაირონს ვილა ჰქონდა ნაქირავები, შელები კი გვერდით, ნაკლებად პომპეზურ სახლში ცხოვრობდნენ. მეგობრების გართობის ძირითადი საშუალება შემოქმედება, ნავით სეირნობა და ღამის საუბრები იყო.

"ზაფხული ნესტიანი და ცივი იყო, გადაუღებელი წვიმა სახლიდან გარეთ გასვლის საშუალებასაც არ გვაძლევდა" - იხსენებდა შემდგომში მერი შელი. ერთერთი საუბრისას მეგობრები განიხილავდნენ მე-18-ე საუკუნის პოეტისა და მწერლის, ერაზმუს დარვინის ექსპერიმენტებზე, რომელიც გალვანიზაციისა და მკვდარი სხეულის გაცოცხლების საკითხებით იყო დაკავებული. ერთ ერთი მოსაზრებით დარვინმა შეძლო კიდევაც "გაეცოცხლებინა" მიცვალებული სხეული. ბუხართან გამართული ამ მხიარული საუბრის შემდეგ ბაირონმა დამსწრეებს შესთავაზა ყველას შეექმნა თავისი ისტორია ერაზმუს დარვინის ირგვლივ გავრცელებულ ჭორებზე. ძალიან მალე მერი გოდვინმა ნახა სიზმარი:
"მომეჩვენა ფერმკრთალი ოკულტისტი მეცნიერი, რომელიც რაღაც სხეულზე იყო დახრილი და სხეულის დანაწევრებულ ნაწილებს აერთებდა. მე დავინახე შემზარავი ფანტომი ადამიანური სახით. შემდეგ, რაღაც არაამქვეყნიური მექანიზმის ამუშავების შედეგად ამ ფანტომმა მოძრაობა დაიწყო. მისი მოძრაობები შებოჭილი და არაქათგამოცლილი იყო. ეს ამაზრზენი სანახაობა იყო. ადამიანის ნებისმიერი მცდელობა მოატყუოს შემოქმედის უნივერსალური მექანიზმი ასეთივე მაზრზენი იქნება." - იხსენებდა მერი შელი.
მერიმ დაიწყო მუშაობა ამ თემაზე, რომელიც თავიდან ნოველის სახით იყო ჩაფიქრებული, თუმცა პერსი ბიში შელის თხოვნითა და დახმარებით მან რომანის სახე მიიღო. ეს მერის პირველი რომანი იყო, რომელსაც მან "ფრანკენშტეინი, ანუ ახალი დროის პრომეთე" უწოდა. რომანი 1818 წელს დაიბეჭდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა.

Комментарии

Unknown написал(а)…
"ღმერთმა თავისი შემოქმედება დაიწყო პატარა და უსუსური ქმნილებებით და დაასრულა დიდი და სრულყოფილი არსებების შექმნით. მან მამაკაცი სხვა ცხოველებისა და ფრინველების შემდეგ გააჩინა, ქალს კი მამაკაცის შემდეგ შთაბერა სული, ამიტომ ქალი უფრო სრულყოფილი არსებაა და სასიყვარულო ურთიერთობებში სწორედ მას ეკუთვნის არჩევანის უფლება"
(დედოფალი მარგო) 1553წ. 14 მაისი


"ძალიან ცდება ქალი , ვინც ელის მამაკაცს,რომელიც მას საოცნებო სამყაროს შეუქმნის.ქალმა ამ საქმეს თავად უნდა მოკიდოს ხელი"
ჰოოო, ბლოგზე ფემინიზმს ჩავუყარე საფუძველი როგორც ვატყოოოობ :)
gionix-95 написал(а)…
გამარჯობა მე გადაცემა ჩვენი ექსპრესიდან ვარ და შენს ბლოგთან დაკავშირებით საქმე მაქვს... დამამატე სკაიპში gionix-95

Популярные сообщения из этого блога

“ხმა ჩაიკმინდეთ სულელებო, ანუ გასეირნება დემონთან”!

გმირებსაც ეშინიათ - უბრალოდ გადამწყვეტ მომენტში უნდა შეძლო შიშის დამარცხება - RESPECT პარფიონოვს!

სული გზაგასაყარზე - ედგარ ალლან პო