რეკლამა & PR

Amnesty International რუსეთის წინააღმდეგ

ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთის შარმმა მისივე ბოროტება დაგვავიწყოს - კამპანიას ამ სლოგანით Amnesty International რუსეთ-საფრანგეთის წლის ფარგლებში ახორციელებს. სოციალური კამპანიის სიმბოლოდ და მთავარ გმირი უცხოელებისათვის კარგად ცნობილი მატრიოშკაა, რომელიც გარეგნული სილამაზით გვატყუებს, შიგნით კი მკვლელობების, დაპატიმრებებისა და ცენზურის მაგალითებია მოცემული. კამპანია Amnesty International-ის ვებ გვერდზე www.amnesty.fr მიმდინარეობს, სადაც ყველა მსურველს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტ მედვედევისადმი მიძღვნილ ონლაინ პეტიციას მოაწეროს ხელი. კამპანიის ფარგლებში Amnesty International-ის აქტივისტებმა ერთგვარი პარტიზანული აქციაც მოაწყვეს. აქცია რუსეთის საელჩოს წინ დაიწყო და პარიზის ქუჩებში გაგრძელდა. Amnesty International-ის აქტივისტების მთავარი მიზანი, მათივე თქმით, ის გახლდათ, რომ პრემიერ პუტინს ძილი დაფრთხობოდა. ამიტომაც, რუსეთის საელჩოს შენობაზე პროექტორებით მატრიოშკაზე სარეკლამო რგოლს უშვებდნენ, გამვლელებს კამპანიის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლაერების საშუალებით აწვდიდნენ და რუსეთში ადამიანთა უფლებების დარღვევის შესახებ ხმამაღლა სკანდირებდნენ.




Комментарии

კოპალა написал(а)…
ზუსტად თქვა , რეკლამას ის რაც უნდა ეთქვა, მაგარია ...

Популярные сообщения из этого блога

“ხმა ჩაიკმინდეთ სულელებო, ანუ გასეირნება დემონთან”!

გმირებსაც ეშინიათ - უბრალოდ გადამწყვეტ მომენტში უნდა შეძლო შიშის დამარცხება - RESPECT პარფიონოვს!

სული გზაგასაყარზე - ედგარ ალლან პო