მარია ბაშკირცევა

მარია კონსტანტინეს ასული ბაშკირცევა - ერთადერთი ქალბატონი, რომელმაც დიდ მექალთანე გი დე მოპასსანს უარი უთხრა და რომელიც კაზანოვა გიმ ვერაფრით შეაბა... უგანათლებულესი და ულამაზესი ქალბატონი, სამწუხაროდ ძალიან ადრე გარდაიცვალა ტუბერკულოზით... მისი გარდაცვალებიდან რამდნეიმე წლის შემდეგ გი დე მოპასანი შემთხვევით აღმოჩნდა მის საფლავთან პასიში...ძალიან დიდხანს იდგა მარტოდმარტო, ქვითინებდა და მოთქვამდა... ბოლოს თქვა: il faudrait couvrir la de roses ( ის ვარდის ფურცლებით უნდა დაგეფლათ)...

1884 წლის მარტისათის გი დე მოპასსანი ჯერ კიდევ კანთან ახლოს მდებარე პატარა დასახლებაში, რედანის ქუჩაზე თავის მშვენიერ ვილაზე ცხოვრობდა. ერთ მშვენიერ დილას გიმ უცნობი ქალბატონისაგან წერილი მიიღო. "ბატონო, მე ვკითხულობ თქვენს ნააზრევს და თავი თითქმის ბედნიერი მგონია. თქვენ გიყვართ ბუნების სიმართლე და მასში საოცარ პოეზიას პოულობთ...რა თქმა უნდა მინდა უამრავი კარგი და ლამაზი სიტყვა გითხრათ, მაგრამ ეს შეუძლებელია. ვწუხვარ ამის გამო. ამაზე ოცნებაც კი არ შემიძლია, თქვენ ხომ ძალიან ცნობილი ადამიანი ბრძანდებით იმისათვის, რომ მე თქვენი სულის მესაიდუმლედ მაქციოთ, თუ კი რაღა თქმა უნდა თქვენი სული მართლაც ასეთი მშვენიერია..." კორესპონდენციის ავტორმა ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია.
მოპასანი დააინტრიგა ამ უცნობი ქალბატონის წერილმა. მან პასუხი მისწერა ქალბატონს. მათ შორის მიმოწერა დაიწყო. გიმ არ იცოდა, რომ უცნობი ქალბატონი ჭლექით იყო ავად... გის გზავნილები ნელ ნელა უფრო და უფრო მძიმდებოდა, ის მიმოწერისას უკვე ნიჩბოსნების არსენალის ხუმრობებს იყენებს (ძალიან უჭირდა ასეთ ერუდირებულ ქალბატონთან ურთიერთობა), პასუხად კი მშვენიერ და ძალზედ "ჭკვიანურ" წერილებს იღებს. გის ინკოგნიტო კორესპონდენტი დღიურს აწარმოებდა( ამ დღიურს ბაშკირცევა 12 წლის ასაკიდან აწარმოებდა
ფრანგულ ენაზე. შემდგომში ითარგმნა სხვა და სხვა ევროპულ ენებზე, მათ შორის რუსულადაც. დღიურის ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ მარინა ცვეტაევა, რომელსაც ახალგაზრდობაში მიმოწერა ჰქონდა მარიას დედასთან. ცვეტაევამ სწორედ მარია ბაშკირცევას მიუძღვნა თავისი ლექსების პირველი კრებული "საღამოს ალბომი") . "ლურჯი წინდა" - თუმცა მომაკვდავი "ლურჯი წინდა". "მე არა მყავს მეგობრები, არავინ მიყვარს და არავის ვუყვარვარ" - წერდა ის. მას რაღა თქმა უნდა სრულად ჰქონდა გააზრებული საკუთარი შესაძლებლობები, "ტალანტი, რომელმაც სულ ეხლახან გააკეთა განაცხადა რაღაც უფრო დიდის შესახებ და სასიკვდილო დიაგნოზი". მარია ბაშკირცევას (იგივე მუსიას) სულ რაღაც 6 თვეღა ჰქონდა დარჩენილი. ის ეროვნებით რუსი იყო, ჭირვეული ხასიათითა და მშვენიერი მანერებით, მომხიბვლელი, თავქარიანი და საოცრად მგრძნობიარე. მას სურდა საკუთარი დღიური რომელიმე მწერლისათვის დაეტოვებინა და ფიქრობდა, რომ სწორედ მოპასანი იყო ის, ვინც ნამდვილად იმსახურებდა მისი გულის მესაიდუმლეობას. მარია დღიურის დახმარებით ცდილობდა საკუთარი სიკვდილისათის გაესწრო. მუსიამ თავად შეწყვიტა მიმოწერა მოპასანთან: "სასაცილო იქნებოდა მტკიცება იმისა, თითქოს მე და თქვენ ერთმანეთისთის ვიყოთ შექმნილნი. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენ არა ხართ ჩემი ღირსი. არაფერს შეეძლო ჩემი გახარება ისე, რომ თქვენი, ან ნებისმიერი სხვა მამაკაცის უპირატესობა დამენახა ჩემთან მიმართებაში..."
მარია ბაშკირცევა დაიბადა 1858 წლის 11 ნოემბერს პოლტავის გუბერნიის სოფელ გავრონციში დიდგვაროვანის ოჯახში. მშობლების განქორწინების შემდეგ დედამ მარია პარიზში წაიყვანა საცხოვრებლად. ფერწერას მარია ბაშკირცევა "ჟულიანის აკადემიაში" დაეუფლა. ცხოვრების ბოლო წლებში დაავადდა ტუბერკულოზით, სწორედ ამავე პერიოდს მიეკუთვნება მისი მიმოწერა გი დე მოპასანსა და ცნობილ ფრანგ მხატვართან, ბასტიენ ლეპაჟთან. გარდაიცვალა 26 წლის ასაკში ტუბერკულოზით. დაკრძალულია პარიზში, პასსის სასაფლაოზე. მოგვიანებით მის საფლავზე ლეპაჟის ძმამ, ემილ ბასტიენ ლეპაჟმა, ცნობილმა ფრანგმა მოქანდაკემ და სკულპტორმა მავზოლეუმი ააგო. მავზოლეუმშივე ინახება მარია ბაშკირცევას ზოგიერთი ნახატი, მათ შორის მისი ბოლო ნამუშევარი "წმინდანი ცოლები".

Комментарии

Pro-Woman написал(а)…
:)
დღიურები და წერილებიც მაინტერესებს!
კოპალა написал(а)…
ისე გემრიელად გიწერია ამ ქალზე ყველაფერი მაინტერესებს.:)))) დამაჯერე ისიც, რომ მართალი იყო მოპასანი მარია ვარდის ფურცლებით უნდა დაეფლათ.
p.s დარწმუნებული ვარ, შენ დღიურებიც გექნება და მათხოვებ :))))))ოღონდ აკუტაგავასავით არა ;)
gionix-95 написал(а)…
გამარჯობა მე გადაცემა ჩვენი ექსპრესიდან ვარ და შენს ბლოგთან დაკავშირებით საქმე მაქვს... დამამატე სკაიპში gionix-95

Популярные сообщения из этого блога

“ხმა ჩაიკმინდეთ სულელებო, ანუ გასეირნება დემონთან”!

გმირებსაც ეშინიათ - უბრალოდ გადამწყვეტ მომენტში უნდა შეძლო შიშის დამარცხება - RESPECT პარფიონოვს!

სული გზაგასაყარზე - ედგარ ალლან პო