33...

უკვე 33... მგონი ლამაზია, არ ვიცი, მე მომწონს პირადად! 33 ააააა :))) იცით, ბავშვობაში, როდესაც ვინმეზე გავიგებდი 30-ის ან მეტის გახდაო, სულ მიკვირდა - რა მოხუცია უკვე თქო და აუცილებლად წარმოვიდგენდი ღიპიანს, ულვაშებითა და ნაოჭებით სახეზე :))) ეს ადრე იყო, ბავშვობაში, ეხლა კი თავად ვარ 33-ის და რა? ღიპი (უფრო ღიპუცა:)) მაქვს და სხვა დანარჩენი ჯერ ჯერობით არა :) მიხარია, მერე რა, რომ 33 წლისა ვარ? მერე რა? მგონია, რომ კარგი ასაკია, მას ხომ ქრისტეს ასაკსაც ეძახიან? იმედია მე ჯვარზე არანაირი ღირსების ან დანაშაულის გამო არ გამაკრავენ და ისე, მგონი ძალების მოზღვავებას ვგრძნობ და იმედია ასე გავაგრძელებ! :) მოკლედ, გამარჯობა 33-ო! აქა ვარ, მოდი! :)))

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

“ხმა ჩაიკმინდეთ სულელებო, ანუ გასეირნება დემონთან”!

გმირებსაც ეშინიათ - უბრალოდ გადამწყვეტ მომენტში უნდა შეძლო შიშის დამარცხება - RESPECT პარფიონოვს!

სული გზაგასაყარზე - ედგარ ალლან პო