L&M-ის გათამაშება - ანუ კითხვები სკანვორდებიდან

დღეს დილით ნინიმ გამაღვიძა - ერთ ჩვენს მეგობარს რაღაც კონკურსისათვის კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი და გთხოვ დაეხმარეო. ძალიან კი გავბრაზდი, 9 საათზე რო გამაღვიძეს, მაგრამ აბა რას ვიზამდი? კარგი-თქო დავთანხმდი. ცოტა ხანში დაიწყო კითხვების "შემოსვლა" სმს-ებით. პირველი კითხვა იყო ასეთი: სად გაიხსნა პირველი მეტროპოლიტენი? სავარაუდო პასუხები: ლონდონი; ლისაბონი; ამსტერდამი. ნუ მარტივი კითხვაა თქო გავიფიქრე და პასუხიც მივწერე-ლონდონი. უცებ მეორე კითხვა მოვიდა: მატადორის ატრიბუტი!!! სავარაუდო პასუხები: მონტერა, მანდოლინა და მესამე კარგად აღარ მახსოვს, მაგრამ ნუ დავუშვათ მაჩეტე!
გავუგზავნე პასუხი და მესამე კითხვამაც არ დააყოვნა: ყველაზე ამაყი ცხოველი!!! ვერ წარმოიდგენთ სავარაუდო პასუხებში ლომიც იყო!!! :) სხვა ორს რაც შეეხება ლემური და ლამა იყვნენ! და ბოლო შეკითხვა: პედრო ალმადოვარის ფილმი არის: "მატადორი" და კიდევ ორი რაღაც, რაც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვერ დავიმახსოვრე. გავეცი პასუხი და დიდ მადლობასთან ერთად მივიღე დაპირება იმისა, რომ კვირას სწორი პასუხები იქნება და თუ გავედი 200 საუკეთესოში ტელეფონს მოვიგებთოოო :) ღმერთმა ხელი მოგიმართოთ თქო და გადავბრუნდი, ვიფიქრე ძილს შევიბრუნებ თქო, მაგრამ ვეღარ შევძელი. მერე ფიქრი დავიწყე და იქამდე მივედი, რომ "ვაი ჩვენს პატრონს!!!" ამ სკანვორდებიდან ამოღებული შეკითხვებით თუ აფასებს ვინმე ჩვენი ერის ინტელექტუალურ დონეს, ხო შევრცხვით ბატონო მთელი მსოფლიოს წინაშე??? ეეეეჰ, მერე გამახსენდა ერთ ამერიკელ ფილოლოგთან მქონდა ურთიერთობა, დოქტორი იყო და სადოქტორო ნაშრომი გოეთეს "ფაუსტზე" ჰქონდა დაცული, დიდი სიამაყით გადმომცა სადოქტორო, დიდი მონდომებით და გულისყურით (მეგობრების დახმარებით, თორე ამას მხოლოდ მე როგორ გავიგებ ჩემი ინგლისურით თქო) გავეცანი მის ნაშრომს და განცვიფრებისაგან ჯერ პირი დავაღე, მერე დავმუწე, მერე ისევ დავაღე და ბოლოს ძალიან ბევრი ვიცინე!!! მე მსგავს საკურსო ნაშრომს არ ვიღებდი სტუდენტებისაგან, ეს კიდევ დოქტორი გახდა! ჰოდა ამით იმის თქმა მინდა, რომ რას გაიგებ ვის რა და როგორ თქო და გავიღიმე, ავდექი, შხაპი მივიღე და ეხლა აქა ვარ :)

P.S. რაც შეეხება კითხვებს, შევეცდები მცირე ინფო მოგცეთ მათ შესახებ.

1. მეტროპლიტენის პირველი ხაზი ლონდონში 1863 წლის 10 იანვარს გაიხსნა. ორთქლმავალი კომპანია "Metropolitan Railway"-მ შექმნა. ხაზი 7 სადგურისაგან შედგებოდა, სიგრძე კი 3.6 კმ-ს შეადგენდა. იმის მიუხედავად, რომ ორთქლმავალი ნახშირზე მუშაობდა და მგზავრების უმრავლესობა გამოყოფილი კვამლისაგან შავდებოდა, გახსნის დღიდანვე ის ყველაზე პოპულარულ ტრანსპორტად იქცა. მოლოდ გახსნის დღეს მეტროპოლიტენით 30 000 ადამიანმა ისარგებლა.



2. რაც შეეხება მატადორის ჩაცმულობას:

კოსტუმს, რომლითაც მატადორი გამოდის არენაზე Traje de Luces ქვია, რაც ესპანურიდან თარგმანში "სინათლის კოსტუმს" ნიშნავს(ეს სახელი მან მიიღო ოქროსა და ვერცხლის ძაფებით შესრულებული ნაქარგების გამო).
მატადორის კოსტუმი დღემდე ფაქტობრივად არ შეცვლილა, ის ტრადიციის ნაწილია და ამიტომაც ყოველდღიურ ჩასაცმელზე მოდის ზეგავლენამ Traje de Luces
-ზე გავლენა ვერ იქონია. ერთადერთი რაც შეიცვალა, გახლავთ მატადორის თავსაბურავი - Montero, რომელიც მთელი მე-19-ე საუკუნის განმავლობაში განიცდიდა ცვლილებებს და საბოლოოდ სამკუთხედი ქუდისაგან მივიღეთ ის, რაც ეხლა გვაქვს.

შესასრულებლად ყველაზე რთულად ითვლება მატადორის ჟილეტი, Chaquetilla. კოსტუმის სწორედ ეს ნაწილია ყველაზე მეტად მოქარგული და ფოჩებიანი დაბოლოებებით დამშვენებული. ის გარკვეული წესების მიხედვით იკერება. ჟილეტი სრულდება წელთან, ძალიან მყარია, იღლიებთან კი გახსნილი - მატადორმა მასში თავი თავისუფლად უნდა იგრძნოს. ტორეოდორის შარვალს Taleguilla ჰქვია. შარვალიც მოქარგულია, ხშირად იყენებენ ხავერდს.
მატადორის ჩაცმულობის აუცილებელი ატრიბუტებია Medias – ე.წ. გოლფები და Zapatillas - სპეციალური ფეხსაცმელი ბაფთით, Camisa - პერანგი ჟაბოთი, Corbatín - წვრილი ბაფთა, რომელიც ჰალსუტხს ცვლის, Capote de Paseo - სადღესასწაულო ლაბადა, რომელიც ასევე გამოირჩევა ნაირფერადი ნაქარგებით.
რაც შეეხება მატადორის შეიარაღებას:
Capote
- დიდი, მძიმე ლაბადა, რომელსაც მატადორი პირველ ტერციაში იყენებს.

Muleta
- საშუალო ზომის წითელი ფერის ლაბადა, რომელიც დამაგრებულია ნახევარმეტრიან ჯოხზე და რომელსაც მატადორი მესამე ტერციაში იყენებს ხართან.
Estoque - მატადორის დაშნა, რომლითაც ის ლეტალურ დარტყმას ახორციელებს. დაშნის ბოლოში არის მცირე ზომის ამონაზარდი, რომელსაც muerte ჰქვია რაც ესპანურიდან თარგმანში სიკვდილს ნიშნავს.





3. რაც შეეხება ამაყ ცხოველს, ამაზე აღარ შევჩერდები, თუმცა ძალიან ძალიან საინტერესოა ვინ დაადგინა ის ფაქტი, რომელი ცხოველი უფრო ამაყია??? რას უწუნებთ ბატონო ან ლამას ან კიდევ ლემურს??? :)


4. რაც შეეხება პედრო ალმადოვარის ფილმს "მატადორი".

ფილმი გამოვიდა 1986 წელს და გახლავთ ალმადოვარის ერთ ერთი პირველი ფილმთაგანი. მონაწილეობენ: ანტონიო ბანდერასი; კარმენ მაურა და ასსუმპტა სერნა.

Комментарии

Unknown написал(а)…
ეეხ. მე ათჯერ დამირეკე სმაგ იდიოტური კითხვების გამო . 10ჯერვე სხვადასხვა ადამიანმა :
კოპალა написал(а)…
თუ მოიგებ რა მერე ? :))))

Популярные сообщения из этого блога

“ხმა ჩაიკმინდეთ სულელებო, ანუ გასეირნება დემონთან”!

გმირებსაც ეშინიათ - უბრალოდ გადამწყვეტ მომენტში უნდა შეძლო შიშის დამარცხება - RESPECT პარფიონოვს!

სული გზაგასაყარზე - ედგარ ალლან პო