დაკარგული დროის ძიებაში, ანუ უმისამართო კითხვები
მიყვარს - კი
ვოცნებობ - სულ
ვფიქრობ - ძილშიც კი და მიხარია, როცა ფიქრისთვის დრო არ მრჩება
მძულს - ყველაფერი „ფსევდო“
ვნანობ - იმას, რომ არაფერს ვნანობ
კმაყოფილი ვარ - არასდროს
მენატრება - ბავშვობა, რომელიც არ მქონია
მსურს - ბევრი რამ
მაღიზიანებს - ყველაფერი მოდური
ვგრძნობ - მთელი სხეულით
მეშინია - ინდეფერენტულობის
ვიცი - გამრავლების ტაბულა
არ ვიცი - რა გველის წინ
შემიძლია - ჯერ-ჯერობით კი და თუ რამე ათასი საშუალება არსებობს J
არ შემიძლია - ჯადოს მოხსნა, მკითხაობა და დაჟინებული მზერით ბუასილის განკურნება
ვმეგობრობ - წიგნებთან
ვაპატიებ - გააჩნია ვის და რას
ვტირი - ნოდარ დუმბაძის წიგნებზე
ვიცინი - ნოდარ დუმბაძის წიგნებზე
ვეძებ - საშუალებას, რომ გავხდე მილიონერი, რომ მერე ის ვაკეთო რაც მინდა
ღირსი ვარ - იმის, რომ ვაკეთო ის, რაც მინდა
ვკარგავ - დროს
მშურს - აქეთ გშურდეთ
ვემალები - საკუთარ თავს
ვემტერები - საკუთარ თავს
მაინტერესებს - რა იქნება მერე
არ მაინტერესებს - სხვისი პირადი ცხოვრება
მახსოვს - ყველაფერი! უბრალოდ ზოგიერთი რაღაცის გახსენება არ მინდა ხოლმე
მრცხვენია - უფრო მეტს რომ ვერ მივაღწიე
უარვყოფ - ყოველთვის - დაპირისპირების მანია მჭირს
ვავადმყოფობ - და არავის ვურჩევ ჩემს მომვლელად ყოფნას
ვმალავ - სევდას
ვინახავ - სევდას
მწამს - იმიტომ, რომ აბსურდია
მიკვირს - უსაქმური და ჭორიკანა ხალხის
მიხარია - რომ ჯერ კიდევ მაქვს შანსი
ვჭორაობ - ნაკლებად
ვდარდობ - ხშირად
ვამაყობ - იმით, რომ ზუსტად შემიძლია გადმოვცე ჩემი განცდები
ვეფერები - ოცნებებს
მსიამოვნებს - კარგი მუსიკა
მესიზმრება - რომ ვცხოვრობ
ვეხმარები - რითაც შემიძლია ყველას
ვეწევი - ბევრს, მათ შორის პატიოსან ცხოვრებას
მწყინს - უსამართლობა
ვხარჯავ - სიცოცხლეს
ვკამათობ - ყველგან და ყოველთვის
ვუხეშობ - როცა მეუხეშებიან
ვუსმენ - წვიმის წვეთებს
ვყოყმანობ - ახლა
ვკითხულობ - ვკითხულობდი და სულ ვიკითხავ
ვამზადებ - ერბო კვერცხს
ვუყურებ - მაშასადამე ჯერ ჯერობით ბრმა არა ვარ
ვკლავ - დროს, თუმცა რომ ვუფიქრდები, დრო იქეთ გვკლავს
ვცხოვრობ - აბსურდის თეატრში
ვცემ - პატივს ღირსეულებს
ვყვირი - და მშველის უარყოფითი ემოციისგან დაცლაში
ვმღერი - გულში
ვასრულებ - 32-ე შემოდგომას
ვმკურნალობ - გაუნათლებლობას
ვერიდები - გათხოვილ ქალებს :P
ვთამაშობ - საკუთარ თავს და პრეფერანსს
ვიტყუები - რომ მხიარული ვარ
ვეთაყვანები - არა და ისა კიდევ!
ვგიჟდები - ჰერმან ჰესსეზე და მორისონზე
ვაგროვებ - განცდებს
“ვკაიფობ” - დი მსუბუქად
ვიზიდავ - გულის გადახსნის მსურველ ადამიანებს, ხშირად სულ უცნობებსაც
ვალამაზებ - საკუთარ განვლილ ცხოვრებას, რომ მერე წიგნად დავწერო
Комментарии
ისე წვიმის წვეთებს კი უსმენ ნაღდად. რამდენჯერ მინახიხართ ერთად შენ და წვიმა. ისე იყავით ერთმანეთით გართული რომ ხელიც კი არ შეგიშალეთ :):):):):)
თორე შენ კი არ უსმენ მაგ წვეთებს :)
aseti myavdi daxatuli, exla ramodenime shtrixs mivumateb shens portrets ;)
და მეორეც მართალი გითხრა ასეთი გულჩათხრობილი და სევდიანი თუ იყავი არ მეგონა :) ისეთი შთაბეჯდილება დამრჩა თითქოს სხვა ადამიანსი პორტრეტი ვკითხულობდი,და ფრაზა ვიტყუები - რომ მხიარული ვარ , -მინდა გითხრა,კარგად გამოგდის :)
წვიმის წვეთებს მეც უსმენ ოღონდ ფანჯრის მეორე მხრიდან ...
ყველა ნატვრის ახდენას გისურვებ :)))
Khedav da gesmis, ra khdeba ikve?
Tbili niavi, totebs rom nakhavs,
Tbis lertsamivit kvlav chagapikrebs.
Itsi da gjera, rom shemodgoma
Am niavivit gagitbobs simebs,
Mimavals gulis karisken, nazad
chamohkravs, amas sheigrxznob mkisve.
Da rom sheigrdznob, iq shvebas igrdznob,
Mikhvdebi, ghirs, rom gaigo isev,
Ristvis mosulkhar da vistvis ginda
sheni sitsotskhle gulis sakindzed.
Da amis mere, shen gaipikreb,
bednieri var, amakits kidev,
rom me varsebob da mistvis vtsotskhlob,
me ukuvagdeb ukughmart pikrebs.
PS ეს word verification გათიშე