გმირებსაც ეშინიათ - უბრალოდ გადამწყვეტ მომენტში უნდა შეძლო შიშის დამარცხება - RESPECT პარფიონოვს!

გუშინ საღამოს, რუსული მედია-ბომონდი ვლად ლისტევის პრემიის დაჯილდოვებაზე შეიკრიბა - დაჯილდოვება წელს პირველად გაიმართა და წესის მიხედვით, მხოლოდ ერთ ლაურეატს ასახელებს. ლისტევის ჯილდოს პირველი მფლობელი ლეონიდ პარფიონოვი გახდა და მგონი დამსახურებულადაც - ამ ადამიანის განვლილი შემოქმედებითი ცხოვრება და უბრალოდ ცხოვრებისეული პრინციპები სრულად ამართლებენ ლისტევის პრემიის ლაურეატობას! უშეცდომო არავინაა და პარფიონოვსაც ჰქონდა შეცდომები, თუმცა გაკეთებულ საქმესთან შედარებით ეს არაფერია! ერთი სიტყვით, რუსული მედია-ბომონდი მოციმციმე თვალებით ელოდებოდა პარფიონოვისაგან სამადლობელო სიტყვას (გადაცემის ფორმატის მიხედვით მას 7 წუთი ჰქონდა დათმობილი სპიჩისათვის), მაგრამ... მადლობის ნაცვლად იხილა რუსული პროსახელისუფლებო მედიის შელამაზებული, კონსტრუქციული, მაგრამ ისეთი ლანძღვა, რომ ცნობილი მედია-"კიტები" კუკუებივით მოიბუზნენ და ვინ იცის ვინ როდის უწინასწარმეტყველებდა პარფიონოვს სიკვდილს!!! შესამჩნევი იყო ისიც, თუ როგორ ღელავდა თავად პრემიის ლაურეატი ტრიბუნასთან (თავადაც აღნიშნა შესავალ სიტყვაში, რომ ძალიან ვღელავ და ამიტომ ცხოვრებაში პირველად ხმამაღლა წავიკითხავ ფურცლიდანო), ღელავდა, მაგრამ დაძლია შიში, მღელვარება და თქვა: "მეფე შიშველია!" RESPECT ბატონო ლეონიდ!

Комментарии

Lord Vader написал(а)…
ახლა ხომ? :)
და ეგ შიშველი მეფე რომ НТВ-ს ტისკავდა და პატივცემული ლეონიდი რომ პირველი გაიქცა გემიდან და თან გამოვიდა ტელევიზიით და გუსინსკის ავტორიტარულ მართვაში და სიუჟეტების შეკვეთაში დასდო ბრალი და კისილიოვს კიდე თავისუფალ ჟურნალისტთა ცენზურაში ეგ როგორ იყო? :)

Популярные сообщения из этого блога

“ხმა ჩაიკმინდეთ სულელებო, ანუ გასეირნება დემონთან”!

სული გზაგასაყარზე - ედგარ ალლან პო